მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გაზისკაცი მომადგა აზრზე მოდი. პირბადით. არადა გაზს თითქმის არ ვხმარობ და გავუტრაკე – მეთქი მთავრობა ხო გვაჭრის. და ტიპი ამბობს – მთავრობის დედაც მოვტ@ან, აფერისტები არიან მაგენიო. მერე რაღაც რვეულში რაღაცაზე ხელი მომაწერინა, ამასობაში თვალი მოჰკრა ანკესთა ლაშქარს ჩემს ოთახში და თურმე ესეც მეთევზეა ჩემიკაი. მერე თაროზე თვალი მოჰკრა მათარების კოლექციას და თურმე ესეც მეარყეა ჩემიკაი. წასვლის წინ მეუნება: შენ ისეთი კაცი ყოფილხარ, სანამ აქა ვმუშაობ გაზი არ მოგაკლდებაო ათასი წელი.
მივუხურე კარი და წამში ისევ რეკავს ზარი. მეთქი დარჩა ალბათ რამე, გავაღე და ვხედავ ვიღაც ბებერი ქალი დგას გაღიმებული: შვილო, ზაური ვარ, შენი მეზობელი, ნასკი ჩამომივარდა შენ აივანზე და წავიღებო. ზაური არადა ხო კაცის სახელია და თურმე ამას ქვია საური. მიდი და გაარჩიე ბლიად – საური-ზაური-ხმაური-ტ@ნაური. ხოდა ეგრე.. დილამშვიდობის…”
კომენტარები