სანქცირებული ნავთობის ცისტერნების კოლონა, რომელსაც “გაზპრომის” წარწერა აქვს – საქართველოს რკინიგზაზე, თბილისის გავლით მოძრაობს – ინფორმაციას და ვიდეოებს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი ავრცელებს, მათ შორის, პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე:
“გაზპრომი – გუშინ საქართველოში!”
ლაგაზიძე კომენტარებში დამატებით აღნიშნავს, რომ ვიდეო გუშინ, 4 მაისსაა გადაღებული.
კომენტარებში წერენ:
“დღეს დილას 07;20-ზე თბილისში დასავლეთიდან შემოვიდა. კონსპირაციებში ვერ წავალ, მაგრამ 50 ვაგონისგან შემდგარი ეშელონი ნამდვილად იყო. აქედან ბევრი მათგანი გაზპრომის.”
“ამ დილას ჩემი თვალით ვნახე. დიდუბის მიმდებარედ, მარცხენა სანაპიროზე.”
“მთავარმა არხმა” კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ნავთობით დატვირთული გემი, ბათუმის პორტში დგას. რუსული დროშის ქვეშ მცურავი, “ეს-ვი-ელ პრაიდი”, (SVL PRIDE ) საქართველოში, გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, პორტ “კავკაზიდან” შემოვიდა. სავარაუდოდ, სანქცირებული ნავთობი, რუსულ სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნის, და გამორიცხული არ არის, რომ ნავთობის სხვა გემზე გადატვირთონ და რუსულმა კომპანიამ, ამ გზით, სანქციებს გვერდი აუაროს.
კომენტარები