საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფულადი შემწეობა, წლების განმავლობაში ეტაპობრივი მატების შედეგად 125 ლარიდან 220 ლარამდე გაიზარდა. ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო პენსია 70 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 30 ლარით გაიზრდება, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო პენსია, არ არის მხოლოდ ფულადი შემწეობა. დღეს ყოველ პენსიონერზე გარდა დადგენილი მონეტარული დახმარებისა, სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს საყოველთაო ჯანდაცვის უმაღლესი პაკეტი, რომელიც გეგმურ შემთხვევებზე ითვალისწინებს 15 000 ლარიან წლიურ ლიმიტს, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებზე ულიმიტო ოდენობის დაფინანსებას”
მინისტრს ერთი რამ დაავიწყდა, ახალი დადგენილების მიხედვით, პენსიონერი, რომელიც საყოველთაო დაზღვევით ჯერ არ სარგებლობს – საქართველოს სამ დიდ ქალაქში, ქუთაისი, თბილისი და ბათუმი – ვერ დაეზღვევა პოლიტნილიკაში, რომელსაც უკვე ჰყავს 13 000 პაციენტი დაზღვეული და “ალიამ” ჯერ ვერ იპოვნა კლინიკა, რომელიც გვეტყვის, რომ 13 000 მოქალაქეზე ნაკლები ჰყავს დაზღვეული.
30 ლარი მოემატათ 70 წელს გადაცილებულ პენსიონრებს – აი, გეგმა – როგორ მივაღწიოთ 70 წლამდე – სამწუხაროდ არ არსებობს!
ისევე, როგორც არ არსებობს შემოთავაზება – რისი ყიდვა სჯობს დღეში ერთ ლარად – 30 ლარი ემატებათ თვეში – საუკეთესო ვარიანტში დღეში 1 ლარი ემატებათ.
რას იყიდდა მინისტრი ტიკარაძე ერთ ლარად?
ალია
კომენტარები