დეპუტატი, ფრიდონ ინჯია, პარლამენტში, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:
იმ თამაშის წესებზე მინდა გესაუბროთ, რა თამაშის წესებით მოგვევლინეთ პრეზიდენტად. თქვენ რომ გადადექით, როდესაც იყავით პირველად მინისტრი, რომ არ იცოდით თამაშის წესი, მაგიტომ მოგიწიათ. ნაციონალურმა მოძრაობამ, მიუხედავად ბევრი სხვა რაღაცეებისა, იცის თამაშის წესები. იმიტომ დატოვეთ და ის ხალხი, რომელიც შეკრიბეთ, არ გეგონოთ თქვენი პატივისცემით მოვიდნენ, მათ პროტესტი ჰქონდათ იმ ხელისუფლების მიმართ, ვინც თქვენ გაგიშვათ.
იფიქრეთ და მიიღეთ ის ლეგიტიმაცია, რომ შეგეძლოთ ლეგიტიმაცია ხალხის სახელით. აქ თამაშის წესი, თქვენ შემოგთავაზათ მაშინ ოცნებამ და მე გეკითხებით თქვენ, მაშინდელი ოცნების თავმჯდომარეს, ხომ მიეცით პირობა, რომ თქვენ ღირსეულად შეასრულებთ იმ მოვალეობას, რაც სჭირდებოდა პრეზიდენტის რანგში… ეს იყო ივანიშვილი… არა აქვს მნიშვნელობა, თქვენ მიეცით პირობა, მანაც მოგცათ პირობა, რომ გააგრძელებდა მილიონებისა და მილიარდების ხარჯვას, საქართველოს ინტრესებიდან გამომდინარე. მჯერა არის ზეწოლა, მაგრამ უნდა დადგეთ ამაზე მაღლა.
კომენტარები