დღეს, სუსი–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც წერს:
“ბიძინა ივანიშვილის მორიგი უკანონო დავალება შესრულდა ბრმად, ლილუაშვილისა და ვახოს მიერ, ახლა ჯერი შოთაძეზე და ჩინჩალაძეზეა. როგორ აკინძავენ ყალბ მტკიცებულებებსა და როგორ მომისჯიან უკანონო სასჯელს. სხვათაშორის უკანონო ნივთებისა და დოკუმენტების შემოტანა დააფიქსირა გარე და შიდა მეთვალყურეობის კამერებმა და ჩემი ოჯახის წევრებმა, მაგრამ შევიტყვე, რომ კამერები დაზიანებულია და ჩანაწერები წაშლილია ოტოს მიერ, ისევე როგორც ადრინდელი უკანონო დავალებების დროს იყო
შეგახსენებთ, გელა ხვედელიძეს თავს ნიღბიანი პირები 3 აპრილს დაესხნენ, შემთხვევა თარხნიშვილის ქუჩაზე, ხვედელიძის სახლთან მოხდა.
“სახლიდან გამოვედით და, როგორც ჩანს, ელოდებოდა ორი ნიღბიანი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. არავითარი, არანაირი მუქარა, არ ვიცი, გაოგნებული ვარ. სახლთან მოხდა, ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, საერთოდ არაფერი არ უთქვამთ… სამი წუთით ადრე გამოვიდა და მეც ჩამოვედი. კარი დავკეტე, ჩამოვედი და უცებ დაესხნენ თავს. შევესწარი და ვცდილობდი, რომ ეს ნიღაბი ჩამომეხსნა ამ ბიჭისთვის, მაგრამ ვერ ვქენი, უცებ გაიქცნენ… ფეხებით, წიხლებით ურტყამდნენ” – ჰყვებოდა, მაშინ მედიასთან მისი მეუღლე.
აქვე შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ, მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მოგვიანებით, გელა ხვედელიძეს ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების გამო, სასამართლომ ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მაშინ შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ასევე, განაცხადა, რომ მას თავდასხმამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. რუსთავი2–თან ინტერვიუში მან სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაასახელა.
კომენტარები