გელათში მე-12-ე მე-17-ე საუკუნის ფრესკები ნადგურდება და ძირს იყრება
ნიკა ვაჩეიშვილი:
ფრესკებმა დაიწყო იმ ადგილებშიც ჩამოცვენა, სადაც არ ცვიოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2 ყველაზე მთავარ ტაძარში ეს პროცესი უფრო ინტენსიური გახდება და დანაკარგი იქნება ძალიან დიდი. ქართველი ექსპერტები ამისთვის მზად არ ვართ, რომ კონტრღონისძიებები დავგეგმოთ, ამიტომ სასწრაფოდ არის ჩამოსაყვანი ყველა ცნობილი ადამიანი, 6- 10 სპეციალისტი, რომლებმაც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეჯერებული აზრი უნდა დადონ კრიზისიდან გამოსასვლელად, გელათის ფრესკები არის ინტენსიური დაფხვნის და ჩამოცვენის ეტაპზე, გელათი დღეს მიტოვებულია ალალბედზე.
კომენტარები