მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულია სოციალურ ქსელში გადაცემა „ნოესთან“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ერთმანეთს დაშორებული და ცალ-ცალკე გაშვილებული ტყუპი დების ემოციური ისტორია იყო მოყოლილი და წერს:
„გავსკდი ტირილით! გემუდარებით ყველას მეც მაპოვნინეთ ჩემი ძმა! ჩემი ძმის დედას რომელის პირად ცხოვრებას ვუფრთხილდები და არ ვეკარები,ვემუდარები გადაეცით მითხრას ყველაფერი რაც მას მაპოვნინებს,გთხოვთ! Tamuna Museridze პ.ს ბოლოს რაც გავარკვიე ხობში გააშვილეს და 50-55 წლის კაცია!“
კომენტარები