სამტრედიაში მცხოვრებ 35 წლის ნანა ნიკურაძეს, რომელსაც მოტონეირონის დაავადება დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. იგი 8 წელია ამ ავადმყოფობით იტანჯება. ნანას უჭირს გარკვევით ლაპარაკი, ნერწყვისა და ლუკმის ჩაყლაპვა, წონაში კატასტროფულად იკლებს და ამჟამად მხოლოდ 40 კილოა. “დაავადება ჩემში, ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. იარაღი (ფული), რომლითაც შემიძლია დავამარცხო, აღარ მაქვს. ამიტომ ვიჩოქებ ყველა ადამიანის წინაშე და ვითხოვ დახმარებას, რომ მაჩუქოთ სიცოცხლე. სამკურნალოდ საზღვარგარეთ მირჩიეს წასვლა, რისი საშუალებაც ჩემს ოჯახს, არა აქვს. გთხოვთ, ამ მძიმე განსაცდელში, ნუ მიმატოვებთ. გთხოვთ, მაჩუქოთ სიცოცხლე!” – ამბობს ნანა ნიკურაძე, ჩვენთან საუბრისას. ნანა ნიკურაძის დასახმარებლად ანგარიში “საქართველოს ბანკშია” გახსნილი: ბანკის კოდი: BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE83BG0000000601697300; მიმღები: მარინა ზაქარიაძე (დედა)
ნიუპოსტი
კომენტარები