ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ტვ პირველის ეთერში, ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძის კითხვის პასუხად, ამბობს, რომ სამართლიანი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილი თავად გახდეს პრეზიდენტი.
გახარია:
–წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს, ვერც ვხედავ აზრს. სამართლიანი იქნებოდა თვითონ იყოს, ეს პასუხისმგებლობა მაინც აიღოს. როდემდე შეიძლება ხალხს შეურაცხყოფა მიაყენო, გაქრე, მერე მოხვიდე, სამთვიანი კამპანია ჩაატარო, აკვარიუმში იყო, ამ ხალხს სისულელეები ელაპარაკო, მერე ბოდიში მოახდევინო, დაპირდე რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენ, დაპირდე, რომ ნაცებს გაასამართლებ… ეკლესიას ამოეფარნენ, ბავშვების დაცვას ამოეფარნენ, ყველაფერი გააკეთეს… პრეზიდენტი მაინც გახდეს, ვხედავდეთ ხოლმე მაინც, სამ თვეში ერთხელ.
ტრაპაიძე:
–გენატრებათ ხოლმე?
გახარია:
–ვგიჟდები (იცინის)
კომენტარები