„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნინო ანანიაშვილი – გენიალური ქართველი ბალერინაა და ამ ფაქტს ვერც გრიგოლ ვაშაძის ცოლობა და ვერც ნოვოსიბირსკის დასის ხელმძღვანელობა ვერ დააკნინებს. სამარცხვინოდ, ამ მოვლენის ფონზე, მხოლოდ ის ხალხი გამოიყურება, ვინც ოპონენტის დემონიზების მიზნით ისეთ ფსევდომორალურ შეზღუდვებს აწესებს, რომელსაც მერე თავად ვერ იცავს და ყოველ ჯერზე გაბახებული რჩება”
კომენტარები