ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.
შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა.
საქართველოს დელეგაციას პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აქამდე ოთხი მედალი ჰქონდა. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლებს ილია სულამანიძე და ტატო გრიგალაშვლი დაეუფლნენ, ხოლო ლაშა გურულმა ბრინჯაო მოიპოვა.
დღეს, მოგვიანებით ლაშა ტალახაძე იასპარეზებს
კომენტარები