„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და სამწუხაროდ, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაკვლავინდებურად, შექმნილი კრიზისის დასაძლევადმზად არ არის. ჩიხლაძე სისტემაში შექმნილ ქაოსზეც საუბრობს და მოქმედი მთავრობისგან დაგროვილ კითხვებზე პასუხს ითხოვს.
„სამწუხაროდ კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება, დღეს უკვე 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და რაც ყველაზე სამწყუხაროა, ასევე იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. ბოლო დღენახევრის განმავლობაში უკვე ხუთი კოვიდდაავადებული პაციენტი გარდაიცვალა. ამ ფონზე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, რომელზეც სათანადო რეაგირებას მთავრობის მხრიდან უკვე თვეებია ველოდებით,“ – აცხადებს ჩიხლაძე და მოქმედ მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და დეტალური ანგარიშის წარდგენას ითხოვს.
„ქვეყანაში PCR ტესტების რა მარაგია? დადეთ სარწმუნო სტატისტიკა ვის, სად და რამდენს ტესტავთ ქვეყნის მასშტაბით? როგორ და რატომ აირია გადანაწილებული ინფიცირებული პაციენტები საავადმყოფოებში რეგიონულ ჭრილში? რაშიდაიხარჯა კოვიდფონდში არსებული 140 მილიონი ლარი? ასევე წარმოადგინონ, დეტალური ანგარიში, სად იხარჯება ჯანდაცვის გაძლიერებაზე მიღებული 300 მილიონი დოლარი. რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს? სად იხარჯება ბატონებო ეს ფული? მივმართავ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს: სად დაიხარჯა ეს თანხა? ტესტებთან დაკავშირებით, რატომ ხდება რომ გაზრდილი მაჩვენებლის ფონზე ტესტირების რაოდენობა კატასტროფულად იკლებს. თუ შევადარებთ ბოლო 7 დღის მონაცემებს წინა 7 დღის მონაცემებთან თითქმის 25%-ით შემცირებულია გაკეთებული ტესტების რაოდენობა. ორი დღის წინ კი, კატასტროფულად დაბალი იყო ჩატარებული ტესტების რაოდენობა, რომელმაც 4 000შეადგინა. ასეთი ნაკლები ტექსტირება ივლის-აგვისტოშიც კი არ ტარდებოდა. შესაბამისად ისმის კითხვა-რატომ ხდება ეს?,“ – კითხულობს ჩიხლაძე და შექმნილ მდგომარებას მხოლოდ სისტემაში არსებული ქაოსით, ცუდი მენეჯმენტითა და ტესტების მარგის დეფიციტით ხსნის.
„ის, რომ ცუდი მენეჯმენტია და ცუდი მენეჯერები ხართ ეგ გავიგეთ ბატონო, მაგრამ რა ხდება ტესტების მარაგებთან დაკავშირებით? ჩვენ ვიცოდით რომ თვის ბოლომდე უნდა შემოსულიყო ახალი 500 000 PCR ტესტი, რადგან თვის დასაწყისში დარჩენილი იყო მხოლოდ 120 000 ტესტი, შესაბამისად ეს 120 000 უკვე ამოიწურა. ასევე გვაინტერესებს რატომ არის ტესტების პასუხები არეული, დღევანდელი 314 შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ეს არის გუშინდელი ტესტების პასუხები, რადგან ზოგი გუშინდელია, ზოგიერთი კი, ოთხი დღის წინანდელი და ეს აბსოლუტურ აღრევას იწვევს საერთო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის აღსაქმელად. ერთ-ერთი ინდიკატორი და რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოგვაწოდა – ეს არის დღიურად დატესტილი პაციენტების სტატისტიკა და მათგან დადებითი შემთხვევების გამოკვეთა, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ჩაშლა და ანგარიში არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ დღიური ბუნდოვანი მონაცემები, რომელიც არ არის წინა დღის ან რომელიმე ერთი დღის. ასე რომ წარმოადგინეთ ანგარიში და შესაბამისი სტატისტიკა, რათა უკეთ აღვიქვათ შექმნილი კოვიდმდგომარეობა და არსებული პრობლემები“ – აღნიშნავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და პრობლემებს საწოლის რაოდენობის დეფიციტშიც ხედავს.
„ძალიამ მნიშვნელოვანია თავისუფალი საწოლების არსებობა, სად და როგორ არის რეგიონულად გადანაწილებული ეს თავისუფალი ადგილები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომელ კლინიკებში და რომელ რეგიონებშია ეს თავისუფალი ადგილები.აბსოლუტური ქაოსია დიაგნოსტიკის, ტესტირების, ლაბორატორიების გამართვასთან,საწოლებთან დაკავშირებით. თუ ექიმები არ დატრენინგდა და არ გადამზადდნენ, თუ სახარჯ მასალებთან გვაქვს პრობლემები და მარაგებთან სად წავიდა ეს ასეულობით მილიონი ლარი? ვსვამთ კითხვას და ვითხოვთ პასუხებს დაგროვილ კითხვებზე. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობა, ყველა დაინტერესებული მხარე ვიმსახურებთ და უფლება გვაქვს, ვიცოდეთ ეს დეტალები. გეყოთ ბატონებო საკუთარ მეგობრებსა და კომპანიებზე 40-45 მილიონობით ლარის გადარიცხვა, როგორც ეს მარტ-აპრილ-მაისში გააკეთეთ და ამაზე არაერთი დასკვნა უკვე დაიდო. გეყოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. ეს ადამიანების ჯანმრთელობაა და აქ მაინც იყავით პირნათელი მათთან, ქვეყანასთან, მოსახლეობასთან, თქვენს შვილებთან,“ – სერგო ჩიხლაძე
კომენტარები