თანამედროვე ხუთჭიდის ერთ-ერთ სახეობაში, ცხენოსნობაში მოასპარეზე გერმანელი მწვრთნელი, კიმ რაისნერი ტოკიოს ოლიმპიადიდან მოხსნეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
დისკვალიფიკაციის მიზეზი ცხენისთვის მუშტის დარტყმაა. ამასთან, მან, მას შემდეგ, რაც ცხენმა ხტომა შეწყვიტა, გერმანიის სახელით მოასპარეზე ანიკა შლოის მოუწოდა, მისთვის ძლიერად დაერტყა.
ვიდეოკადრების გავრცელებამ არაერთი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია. რაისნერი დღეს დაგეგმილ შეჯიბრში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
სპორტული კომპლექსური შეჯიბრება მოიცავს ხუთ სახეობას: ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვასა და სირბილს.
კომენტარები