„გირჩის“ წევრი ჰერმან საბო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება და ამბობს:
„ეს ჩამოსვლა შეიძლება შევაფასოთ როგორც ადგილზე საქმის უკეთ გარკვევის მცდელობა, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება გერმანიაში, რომელიც არის ზოგადად ევროგაფართოების სკეპტიკოსი, მაგრამ ახლა, ახალ რეალობაში, ამ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, შეიძლება ეს შეხედულება შეცვალონ. ისინი რომ ცალსახა უარზე იყვნენ [საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე], სავარაუდოდ, არც არავინ ჩამოვიდოდა“.
საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
კომენტარები