გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია მზადაა შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება და შეწყვიტოს მრავალჯერადი, ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა. თუმცა, მისივე თქმით, ვიზების გაცემაზე შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს რუს ოპოზიციონერებზე.
“გერმანიის მთავრობას სურს რუსეთში დევნილ ადამიანებს საშუალება მისცეს ძალიან სწრაფად დატოვონ ქვეყანა. ჩვენ არ ვსჯით მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს გამბედაობა წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმს”, – თქვა ბერბოკმა.
კომენტარები