გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში კოვიდ19-ის გავრცელების არსებული ტენდეცია თუ შენარჩუნდება, ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება.
კერძოდ, იენს შპენის შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, კორონავირუსის გამო მიღებული ზომების შემსუბუქებაზე იმსჯელონ.
ამასთან, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განმარტებით, აღნიშნული საკითხის გადახედვა სწორედ აღდგომის შემდეგ იგეგმება.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით 113,296 ადამიანია დაინფიცირებული.
ქვეყანაში კოვიდ19-ს 2,349 მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 46,300 პირი ვირუსისგან განიკურნა.
კომენტარები