თამო კეშელავა
„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.
კიდევ ერთ პრობლემაზე გეტყვით, მაგალითით – გერმანიაში ერთ მილიონ მოსახლეზე სამჯერ ნაკლები ტესტირება რომ არის გაკეთებული, ვიდრე საქართველოში, იცით? საქართველომ სამჯერ მეტად დატესტა ადამიანები, ვიდრე გერმანიამ? ფულია ეს, მეტი კი არაფერია, გერმანიაშიც კი, სატესტე ცენტრებიდან 250-ზე საქმეა აღძრული, გაატარეს, ვითომ დატესტეს და არ დაუტესტიათ, ფულის შოვნის მიზნითო, წარმოიდგინეთ ახლა, ეს რომ გერმანიაში გაკეთდა, საქართველოში რა დონეზე შეიძლება იყოს ტესტირების ფალსიფიცირება და ფულის მოხსნა? თქვენ შეგიძლიათ ახლა გააგზავნოთ ტესტი ლაბორატორიაში, ის აუცილებლად გკითხავთ სიმპტომებზე და თუ ეჭვი აქვს კორონაზე, თუ იცის თქვენი წინასწარი განწყობა, შეუძლია ისე დაგიწეროთ კორონა, არც კი გამოიკვლიოს. ეს არის პოლიტიკა და სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი. ლაბორატორიები არ კონტროლდება, მართლა გამოიყენეს, თუა რა ის რეაქტივები, რასაც ამბობენ? აპარატს, რომელიც ტესტავს, თავისი აღრიცხვა აქვს, ვერ „ჩამოყრი“, ითვლის თავისით რამდენი ტესტი გააკეთა, მაგრამ არავინ ამოწმებს, რატომ უნდა შეამოწმოს? ვინც არის ამ ლაბორატორიის შეფი, იმან ხომ იცის, რომ არ ამოწმებენ? – ესეც მოსყიდვის მაგალითია, იმან იცის რომ არ ამოწმებენ, ამიტომ ის იქცევა მერე ისე, როგორც ხელისუფლას უნდა
საქართველოში რაც ყველაზე მეტადაა საგანგაშო და რაზეც ყველამ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა – ესაა ჰიგიენა საავადმყოფოში და ავადმყოფის მოვლა – საავადმყოფო უნდა იყოს სრული ბარიერი ვირუსისთვის – იქ უნდა სუფევდეს უმკაცრესი ჰიგიენური რეჟიმი. საავადმყოფოს კარებში რომ შეხვალ, სხვა ქვეყანაში უნდა გეგონოს თავი, საავადმყოფოს ჰიგიენის და ავადმყოფის მოვლის საკითხი უმთავრესია, და მერე მოდის ვაქცინაციის საკითხი – იცით, რატომ? დღეს კორონაა, 2 წლის მერე შეიძლება სხვა ვირუსი იყოს, იმ საავადმყოფოში შენ ჰიგიენა და პაციენტის მოვლა ყოველთვის გჭირდება, ხან გექნება რაღაც ვირუსზე ვაქცინა და ხან არ გექნება, ამიტომაა ვაქცინა მეორე საფეხური. საავადმყოფოში რომ შედის ადამიანი, ის უნდა იყოს 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ იქ მისი ჯანმრთელობა საავადმყოფოს არაჰიგიენურობის გამო არ გაუარესდება. პერსონალისგან არ უნდა იღებდეს ვირუსს პაციენტი, მეორე სხვა პაციენტისგან არ უნდა მძიმდებოდეს. როცა რამდენიმე კორონიანს შეყრი ერთად, გამოკეტილში, ეს არის კატასტროფა, ყველა დამძიმდება, ახალგაზრდაც კი. გარდაცვალების კოეფიციენტი, შეიძლება, ისეთი მაღალი არ არის ჩვენთან, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან იღუპება ახალგაზრდა და ჯანმრთელი პაციენტიც, ასეთი ასაკის და ჯანმრთელი პაციენტი არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში აღარ იღუპება – ესაა ტრაგედია. ამიტომ, ყველას გთხოვთ, ერთად ვისაუბროთ საავადმყოფოს ჰიგიენაზე და ავადმყოფის მოვლაზე მეტი და მეტად ხმამაღლა.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
კომენტარები