გერმანიაში „კოვიდ-19“-სგან ინფიცირებულთა 50 პროცენტზე მეტი განიკურნა. ინფიცირებული 127 854 ადამიანიდან ვირუსი 64 300-მა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ამასთან, გერმანიაში შედარებით დაბალია ლეტალური შემთხვევების რაოდენობა, ქვეყანაში ვირუსით 3 022 ადამიანი დაიღუპა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. განხილვის მთავარი თემა „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული შეზღუდვები იქნება. შესაძლოა, გერმანიაში შეზღუდვები უახლოეს მომავალში შემსუბუქდეს.
კომენტარები