გერმანიის მოსახლეობის 60% უკვე ორჯერადად არის აცრილი. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი წერს.
ვაქცინის ერთი აცრა ზრდასრული მოსახლეობის 65%-ს აქვს გაკეთებული (54 მილიონი ადამიანი), ორჯერადად კი მოსახლეობის 60,1%, 50 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრემენშია – 70,2%, ყველაზე დაბალი კი საქსონიაში – 51,4%. ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას აცრისკენ, რათა ქვეყანამში შემოდგომასა და ზამთარში ეპიდვითარება არ გაუარესდეს.
დადებითობის მაჩვენებელი გერმანიაში კვლავ იზრდება, ბოლო 7 დღის განმავლობაში ის 100 000 მოსახლეზე 72,1 შემთხვევას შეადგენს, ერთი კვირის წინ კი 51,6 შემთხვევას შეადგენდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 10 303 ადამიანს დაუდასტურდა, 22 კი გარდაიცვალა. 19 აგვისტოს ქვეყანაში მეოთხე ტალღის დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
კომენტარები