ჟურნალისტი, თამარ ბუჩუკური:
“ვანო მერაბიშვილი ოპოზიციაშიც საშიშია და ხელისუფლებაშიცო, ამბობს ბაჩო დოლიძე… რა თქმა უნდა, ამ პათოსს იზიარებენ მელიას მომხრეები :/ ოპოზიციაში ვარ(თ) და არ მეშინია, არც მაშინ მეშინოდა, როცა ხელისუფლებაში იყო. მეტიც – ძალიან კარგი იყო ის წესრიგი, რაც იყო. რა თქმა უნდა, მახსოვს გადაცდომები და ძალიან სამწუხაროა, ცხადია.
თუმცა….
როცა გადაწყვეტთ ხოლმე ქართული ოცნების ხელისუფლება გააკრიტიკოთ გაზრდილი კრიმინალის გამო და მტკიცებულებად სტატისტიკურ მონაცემებს რიხით არაკრაკებთ, სტატისტიკის თვლას სხვათაშორის, მერაბიშვილის მინისტრობიდან იწყებთ ხოლმე… აქ როგორ ხართ, როგორც გაწყობთ?
მახსოვს, დაამუნათეთ ქართული ოცნება, რუსეთის აგენტები ციხიდან გაუშვესო. დიახ, ვის მიერ იყვნენ ეს აგენტები დაკავებულები? კიი, ვანოსი. პარალელურად,
გავიხსენოთ ნიკანორ მელიას კარიერა – 2002-2003 წლებში საქართველოს უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი იყო. რა გამოიძია, ვინ ამხილა და რა აღკვეთა?
გარდა ამისა, როცა მერაბიშვილი შსს მინიტრი გახლდათ, სწორედ მაშინ, ნიკა მელია (2009-2010 წლებში) ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი იყო. ახლა, რა კავშირშია ეს “მართალ” ნიკასთან?
თუ საუბრობთ იმ გადაცდომებზე, რომლებიც იყო წინა ხელისუფლების დროს და ამის მაგალითად გირგვლიანს ასახელებთ მელიისტებო, გახსოვდეთ, რომ მერაბიშვილმა 7 წელი სამარტოო საკანში მოიხადა ნუ დაგავიწყდებათ ნიკანორ მელიას აღმასრულებლობაც…
მელიას უწყების მიერ აღსრულებით საკუთარი სახლებიდან და სახელწმიფო შენობებიდან ათასობით გამოსახლებული ოჯახები ღია ცის ქვეშ რომ იყვნენ, სწორედ მერაბიშვილის საპატრულო ეკიპაჟები დაარბენინებდნენ ამ ხალხს თავშესაფრებში… ძალიან კარგად მახსოვს ეს პროცესი… უამრავი ასეთი ბენეფიციარი მყავდა პირადად მე, როცა ევროპულ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი…
ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადამიანი, რომელიც იპოთეკით ტვირთავს ქონებას და არგადახდის შემთხვევაში კარგავს აღნიშნულს, უკანონობაა, ასე არ მიმაჩნია. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რამდენად სწრაფ ვადებში ხდებოდა აღსრულება… არ მახსოვს ნიკა მელიას პროტესტი მაშინ… გირგვლიანი მოკვდაო კივიხართ… რამდენი არასრულწლოვანი ბავშვი დაავადდა, იშიმშილა, ღია ცის ქვეშ დარჩა, რამდენ პატარას ფსიქიკა შეერყა გამოსახლების შედეგად, დაინტერესებულხართ?
ეს ხომ არ არის შემთხვევით ორმაგი სტანდარტი?
არა იქოცოთ, სირცხვილია! კობახიძის თმა გაკრეჭილ ვარიანტად არ უნდა იქცეთ დოლიძის მსგავსად…
თავმომწონედ რომ საუბრობთ ხელისუფლების წინააღდეგ პატრულის რეფორმა სამაგალითო იყო და ამათმა რა გააკეთესო, ეგ რეფორმა ვინ გააკეთა და ვინ იყო რეფორმატორი?
თავებს რომ იმართლებთ, მიშამ თქვა, ვანო უნდა გადამეყენებინაო… თქვენ მიშაზე დიდო მიშისტებო და რომის პაპზე უფრო დიდო კათოლიკეებო, ამავე მიშამ მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა გასაგებად არ თქვა ვანო ჩემი შვილის მეგობარია და მის ღალატზე საუბარს როგორ ბედავთო?!
მიშა სააკაშვილის ძმები სად ჩნდებიან, მელიასთან? არა, რა თქმა უნდა.
თუმცა, თქვენ ხომ უფრო გულმხურვალე გულშემატკივრები ხართ მიშასი, ვიდრე – მისი ოჯახი… თავმჯდომარეობის დაუოკებელი ვნება გასაგებია, მაგრამ ყველაფერი არ მოსულა…
დაგმო ვანო და იზეიმო მელია-ხაზარაძის პოლიტიკური ქორწილი, ცოტა ძაან გაუგებარი ფენომენია… ის ხაზარაძე, რომელიც ამაყად აანონსებდა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ის მიშა, პიარისთვის რომ კივიხართ ხოლმე, ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა…
შეგახსენებთ, “ხმის მიცემის პროცესი არის აბსოლუტურად ფარული. შესაბამისად, ვინ, ვის მისცემს ხმას, ეს არ ჩანს…არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ. არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კულისების უკან მართავენ პროცესებს. ერთ-ერთი მათგანი და ნათელი მაგალითია ბატონი ვანო მერაბიშვილი ამ თვალსაზრისით” – ამბობს ბაჩო დოლიძე.”
კომენტარები