ადვოკატი, მარი საბიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიცვალოს სასამართლო პრატიკა და როცა ფსიქოლოგი ცალსახად მიუთითებს, მშობლის მხრიდან ზემოქმედებაზე, ან არსებობს უტყუარი ფაქტები პირდაპირ თუ ირიბად ბავშვზე ზემოქმედებისა, ბავშვი არ უნდა იქნას დატოვებული ასეთ მშობელთან, მიუხედავად ბავშვის სურვილისა.. სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ დროს..
ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე..
აღნიშნული ჩანაწერი, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროსაც…თუ არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულებები, უტყუარი ფაქტები, რომ ბავშვის ერთ-ერთ მშობელთან ყოფნა, საზიანოა თუნდაც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის, ბავშვი უნდა განთავსდეს მეორე მშობელთან, რომ არ მივიღოთ გამოუსწორებელი ზიანი
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ამდენი სუიციდის ფაქტი? რატომ იმატა დანაშაულებმა? ყველაფრის საწყისი არაჯანსაღი ფსიქიკაა, რომელიც სწორედ მცირე ასაკიდან ყალიბდება..
ადვოკატებო, სოც.მუშაკებო და მოსამართლეებო, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებო, გამომძიებლებო, პროკურორებო, ნუ ვიქნებით ხელშემწყობი და ფუძემდებლები დანაშაულებებისა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერც კი ვაცნობიერებთ.. ჩვენი მოქმედებები და გადაწყვეტილებები, განსაზღვრავს ჩვენს მომავალს..
მნიშვნელოვან ქეისებს განიხილავს ამ კუთხით ბათუმის საქალაქო სასამართლო და არამარტო.. ვნახოთ, როგორ იმსჯელებენ მოსამართლეები..ვნახოთ როგორ იმუშავებენ სოც.მუშაკები.. იქნება თუ არა რეალურად დაცული ბავშვების საუკეთესო ინტერესები…”
კომენტარები