სამოქალაქო აქტივისტი, ზურა ბაუჟაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ ქვეყანაში ეკონომიკა ნაკლებად აინტერესებთ, მაგრამ მაინც.
ერთი სიტყვით, ჯერ არ აღებული თივის ტუკების ფასმა უკვე მიაღწია 7 -8 ლარს. ეს ნიშნავს, რომ შემოდგომის მეორე ნახევარში, როცა საქონელი ბაგურ კვებაშე გადავა, ფასი გაორმაგდება და გაძვირდება რა?
რა და, რძე, ყველი, ნადუღი, მაწონი.
ეს კი ყველა მოქალაქის ჯიბეზე აისახება. იმ მოქალაქეებისა, რომელთა შემოსავალი კატასტროფულად შემცირდა.
მინიმუმ ის მაინც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მეზობელ ქვეყნებში თივის გატანა შეზღუდოს.
ჰო, ნუ გაგიკვირდებათ და საქართველოდან გააქვთ თივა.
წელს, მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა ქვეყანაში უკვე გაზრდილია. ესეც კორონას ბრალია.”
კომენტარები