presa.ge-ს დირექტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ექსპერტიზის გაწევლის შესაძლო მიზეზი გავარკვიეთ:
მოგვაწოდეს ინფორმაცია რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები უარს ამბობენ ყალბი ექსპერტიზის დასკვნის დაწერაზე, რადგან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე ძალიან რეზონანსულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ეშინიათ.
პირდაპირ ვამბობ: უნდა ეშინოდეთ კიდევაც, რადგან მომდევნო ხელისუფლება დეტალურად გამოიძიებს ამ საქმეს: როგორ მოკლეს 19 წლის ბიჭი და ვინ მფარველობდა მკვლელებს.
შესაბამისად, არ ვიცი, წავლენ თუ არა, ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაზე, თუმცა, ვიცი რომ საბოლოოდ, აუცილებლად დაისჯებიან დამნაშავეები – ზონდერი იქნება ეს, ექსპერტი თუ პოლიციელი.
P.S: ყველაზე კვალიფიციური ექსპერტები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობენ რომ მსგავი ექსპერტიზის დასკვნის დაწერას, მაქსიმუმ 10 დღე სჭირდება. 14 დღე გავიდა და ჯერ ისევ არ გვინახავს დოკუმენტი – ვერ ალაგებენ და აქვთ ომი შიგნით, განსაკუთრებით სიკვდილის რეალური მიზეზისა და შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების დასკვნაში სრულყოფილად ჩაწერა-არჩაწერის გამო.”
კომენტარები