სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვის გადააქვს კორონავირუსი უმტკივნეულოდ?! ადმინისტრაციულ რესურს ანუ დაახლოებით 300 000 ადამიანს პლიუს მმართველი პარტიის კარის ბიზნესმენებს და მათ შპს-ების მმართველ რგოლს… ესეც პლიუს 100 000 ადამიანი. სწორედ ეს კატეგორიაა ანუ 10% რომეიც დღეს არხეინად ცხოვრობს! დანარჩენები უმძიმეს პირობებში ვართ!
– პენსიონერებს და სოცდაუცველებს ცხოვრება გაუძვირდათ მინიმუმ 20%. რესტორნების და სასტუმროს ბიზნესი ისევე როგორც სხვა ტურისტული თუ გასართობი ბიზნესი რბილად რომ ვთქვათ ჩაწვა. სამშენებლო ბიზნესს კლიენტები ელევა. 600 000 ადამიანი დარჩა უსამსახუროდ (არ მკითხოთ საიდან ეს ციფრიო, გირჩევთ თვალი გადაავლოთ პრემიერის ეკონომიკურ პაკეტს).
– მოკლედ წლის ბოლომდე საშინელ მდგომარეობაში ვართ!
ps ერთადერთი სოფლის მეურნეობამ შეიძლება სარგებელი ნახოს…
კომენტარები