ერეკლე დეისაძემ სოციალურ ქსელში ლექსი გამოაქვეყნა, რასაც უამრავი კომენატრი მოჰყვა:
„გეზის უარყოფა
დასავლეთს ვხედავ დასავით,
აღმოსავლეთს კი ძმასავით,
და ორ კონტინეტს სამშობლო
აერთებს გადაბმასავით.
ვიღაც მავანი ასეთ დროს,
ერთ მხარეს ირჩევს, ბრმასავით,
დგას საქარველო ურყევად,
კავკასიონის მთასავით.“
მიშა თავხელიძე: ქალებზე წერე, დაამიჯერე
ლევან იოსელიანი:
გედავებიან სიფრთხილით
აზრებზე უკეთ გეზრუნა,
როგორც იესომ სიკვდილი
შენ დაამარცხე ცენზურა
დავით ბერძენიშვილი: საქართველოს ისტორიის ნებისმიერი პერიოდის ელემენტარული ცოდნაა საკმარისი, რომ საქართველო წარმატებული მხოლოდ მაშინ იყო, როცა დასავლური ორიენტაცია იყო რეალიზებული. და როცა მცდელობა წარუმატებელი იყო, ისჯებოდა წინაპარი სწორედ აღმოსავლეთიდან( ჩვენთვის ჩრდილოეთიც აღმოსავლეთია, სამხრეთიც და აღმოსავლეთიც). ასე. რომ ეს ახლანდელი პროპაგანდისტული სახელისუფლებო კლიშე სულაც არაა კავშირში საქართველოს ისტორიულ არჩევანთან. თსამწუხაროა:(
ანი სუბელიანი ლევან იოსელიანს:
ნეტაი საქმეს მიხედო,
გამოგიდია თავიო!
დამცველი ხარ შენ სახალხო
ვერ დაგიბრიყვებს კლანიო
კომენტარები