საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი:
“სანქციები ის უმწვავესი ზომაა, რომელსაც იყენებს მსოფლიო თანამეგობრობა და მას აქვს შემაკავებელი ეფექტი.
საქართველო არასდროს უკან არ იხევს და მინდა შევახსენო საზოგადოებას, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი 2014 წელს საქართველო შეუერთდა სანქციებს ყირიმთან მიმართებაში და უკან არ დაგვიხევია.
როდესაც საუბარი ინდივიდუალურ საუბრებზე, პრემიერმა კარგად განმარტა რა სართხეებს ვხედავთ. პასუხისმგებლობა აქვს თქვენ წინაშე. რა გგონიათ ნაკლები პატრიოტები ვართ თქვენზე? არავისზე ნაკლები პატრიოტები არა ვართ. ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. 40 კილომეტრში აქვე დგანან, არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს… რამდენიმე წუთი დასჭირდება, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ, მთლიანად.
როგორ გგონიათ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ და როგორ აპირებენ? ის რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, გამოდის ბორელი და ამბობს, შემდეგი შესაძლოა საქართველო იყოსო, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. არ მინდა იგივე ვიხილო, რაც 2008 წელს იყო, დედაქალაქის და აეროპორტების დაბომბვა, თბილისისკენ მომავალი ტანკები, არ მინდა ვიხილო, როცა ქართველებს, ბოდიში და.. არ მინდა ის სიტყვა ვიხმარო, ექცეოდნენ და სატვირთო თვითმფრინავებით აძევებდნენ რუსეთიდან.
შეიძლება ბევრი პატარა იყო და არ გახსოვთ ეს… უკრაინაში უკვე ბომბები იყრება… ეს არის რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა. გეგონათ რომ სცენარი ასე განვითარდებოდა? გამორიცხავთ უკრაინაში სიტუაციის გართულებას? გამორიცხული არაფერია. ”
თუ საქართველო ელოდება თავდასხმას რუსეთიდან, რატომ არ მიმართავენ საერთაშორისო პარტნიორებს, რატომ არ აფრთხილებენ ქვეყნის მოქალაქეებს და როგორ ემზადება ქვეყანა? – ამ თემებზე საგარეო საქმეთა მინისტრს არ უპასუხია.
რაც შეეხება იმას, რომ მათ თავიანთი ცხოვრებით აქვთ დამტკიცებული რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ღარიბაშვილის ბიოგრაფია კი იცით და შეგახსენებთ სად მუშაობდა ზალკალიანი მინისტრობამდე:
2004 – 2007 წლებში უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში 2008 – 2009 წლებში
2018 წლის 21 ივნისიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საგარეო საქმეთა სამინისტროში იგი მუშაობს 1992 წლიდან.
კომენტარები