წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია:
მოკლედ, კი იცით რომ ფეხი სერიოზულად დავიზიანე და თვენახევარია ვცდილობ გავუმკლავდე.
გუშინ მამაჩემზე დავწერე და ვინც მიცნობს იცის, რომ მამაჩემი მხოლოდ მამა არაა და მასზე დიდი გზამკვლევი კარიერაში არც მყოლია.
სამეგრელოში ჯერ კიდევ ცხელა და კოღოებიც აქტუალურია; ძლივს დაძინებულზე შუა ღამე ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამაღვიძა, ვიღებ უცნობ ნომერს და იქიდან გესლიანი ხმით ქალი ხავის “აა, შენ და მამაშენი რუსულად კითხულობდით თურმე წიგნებსო და შენ იძახი რუსი ოკუპანტიაო? …” და მოაყოლა ლანძღვა. საუბარია ჩემს წინა პოსტზე სადაც ვწერდი, რომ დათა თუთაშხია პატარა რომ ვიყავი მამამ წაგვიკითხა მთელს ოჯახს რუსულადთქო)) ჯერ ერთი ვინც იცის, იცის რომ ეგ წიგნი პირველად რუსულად გამოიცა.
და ყველაზე მნიშვნელოვანი; რატომ ფიქრობს ვინმე, რომ მაქვს თმენის ვალდებულება ოჯახის ან ჩემი ლანძღვის ატანისას. რაღაცა არასწორი წარმოდგენა აქვთ საჯარო მოხელეზე, რომ თურმე კედელთან/კუთხეში უნდა ვიდგეთ და ცერებით ვაკეთო საქმე ლანძღვის ფონზე!
არსებობს წესი და არსებობს კანონი!
მიეჩვია ზოგი ზღვარგადასულ თავხედობას, თუმცაღა ისიც მესმის რომ ყველას ვერ ვეყვარები. ეს სიყვარულიც ისეთია სულ რაღაც ორი ადამიანისაგანაც მყოფნის))).
ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო და ზოგი მიჩვეულია სტაბილურად სხვის ლანძღვას და ამით ცხოვრებას.
ასეთებს პირად სივრცეში უბრალოდ ვბლოკავ))
ისე რამდენიმე ფ.ბ გვერდი დავათვალიერე და რეალურად რისთვის აქვთ გასაგებია- თვალთვალისათვის. აბა არანაერი საჯარო მოვლენაზე არანაერი პოსტი არ უდევთ …
არაფერზე! არაფერია რაზეც რამე აქვთ სათქმელი… ყოჩაღ ასეთ ხალხს.
კომენტარები