თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს შტამი გამოდგა, როგორც ვიცით ყველამ უკვე – მძიმე. ბევრი არის ახალგაზრდა დამძიმებული და ძალიან საყურადღებოები. სტაციონარში უკვე აღარ გვყავს ჩვენ ის პაციენტები, რაც წინა პერიოდში. თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებულია. პაციენტი, რომელიც ჟანგბადდამოკიდებული არაა, არც თავსდება სტაციონარში, თუ რაიმე სხვა გართულების საშიშროება არაა.რა გითხრათ, დრამატული სიტუაციაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ისე გადავიღალეთ და ჩვენი ემოციური სფერო იმდენად დაიძაბა, რომ მე ღამე ვეღარ ვიძინებ და როდესაც დავიძინებ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები მიდგას თვალწინ. ძალიან რთული სიტუაციაა, რაღაცა გამოსავალი უნდა ვნახოთ.”
კომენტარები