ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც წამოაყენა წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოხდეს მის ეპარქიაში და იქ იყოს შინაპატიმრობაში, ტვ პირველთან ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია. მან ისაუბრა მიტევებისა და სინანულის აუცილებლობაზეც.
მეუფე ნიკოლოზი:
“ეს არის ჩემი მხრიდან შეთავაზება. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დადის ტაძარში. მორწმუნე ადამიანია და არ შეიძლება მას განსხვავებული აზრი ჰქონდეს. მე შევთავაზე სხვა ადამიანებსაც. არ ვიცი, რა შედეგი მოჰყვება. მე მგონია, რომ არ იქნება სწორი, ღარიბაშვილთან ჩემი პირადი კომუნიკაციის გასაჯაროება, მივედი, მივულოცე დღესასწაული და გადავეცი მეხსიერების ბარათი, სადაც არის პატრიარქის ქადაგებები, როგორ გვთხოვს მრევლს და საზოგადოებას პატიებას ყოველ წელს (პატიების დღეს). საინტერესოა შემოთავაზებაა ეს, რომ ადამიანი დაფიქრდეს, მე რა დავაშავე.”
კომენტარები