ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართულ ოცნებას“ ტოვებს, – ამის შესახებ “პირველებს“ ინფორმაცია ღარიბაშვილის გარემოცვამ დაუდასტურა.
პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აპირებს თქვას, რომ ის ბიზნესში მიდის.
“ოცნების“ ლიდერები ღარიბაშვილს გუნდში ფორმალურად დარჩენას სთავაზობენ და სთხოვენ, განცხადება საპროტესტო აქციების ფონზე არ გააკეთოს. უცნობია, რას გადაწყვეტს ღარიბაშვილი.
კომენტარები