სამოქალაქო სექტორი ოპოზიციას ურჩევს, პარლამენტში მთავრობის უნდობლობის პროცედურა დაიწყოს. ოპოზიციას პროცედურის დასაწყებად საჭირო 51 ხმა უკვე აქვს, თუმცა საბოლოოდ, უნდობლობის გამოცხადებას უფრო მეტი დეპუტატის მხადაჭერა სჭირდება.
სამოქალაქო აქტივსტების და საზოგადოების მოთხოვნას ირკლი ღარიბაშილის გადაყენებასთან დაკავშირებით მესამე სექტორი სრულად იზიარებს. მათი თქმით, პრემიერის განცხადებები დასავლურ კურსს სცდება.
“თუ გადაწყვეტს პარლამენტის 51 წევრი, რომ უნდობლობა გამოუცხადოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს, შესაძლოა,რომ ეს პროცესი დაიწყოს და შემდეგ უკვე გაგრძელებას, როგორც გითხარით, უფრო მეტი დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ირაკლი ღარიბაშილის განცხადებები ნამდვილად აზიანებს ქვეყნის დასავლურ კურსს, ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია ვინც ყველაზე ნათლად წარმოაჩენს მთავრობას, ჩვენი მთავრობის კურსი არ არის დასავლური, ან ყოველშემთხვევაში პრემიერის კურსი არ არის ასე მკაფიოდ და ნათლად წარმოჩენილი როგორც დასავლური, ვისურვებდით ისეთი პრემიერის ყოფნას, რომელიც ერთგული იქნებოდა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის, – თქვა ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.
კომენტარები