ირინე გოგოსაშვილი, ,,ალია”
როგორც ,,ალიასთვის” კულუარებიდან გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე ასეთი გადაადგილება იგეგმება –
პარლამენტის ,,გადამდგარი” თავმჯდომარე, კახა კუჭავა პრემიერად, მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრად… გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად, თავად ლილუაშვილი კი ჯერჯეტობით, არსად. ისე, ლილუაშვილის გადაყენებაზე დიდი ხანია საუბარია და ,,ალია” წერდა ამაზე. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, იქ
ზურა აზარაშვილი განიხილება. აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.
42 წლის აზარაშვილს ჰყავს მეუღლე და 5 შვილი. წარსულში ქართუ ბანკშიც მუშაობდა:
02/2021 – დღემდე – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
03/2020 – 02/2021 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი.
04/2020 – 02/2021 სს თბილავიამშენი – გენერალური დირექტორი.
08/2014 – 03/2020 სს ტერაბანკი კომერციული დირექტორი.
04/2013 – 08/2014 სს კორ სტანდარტ ბანკი ოპერაციების დირექტორი.
06/2008 – 06/2012 სს კორ სტანდარტ ბანკი საბარათე ოპერაციების განყოფილების უფროსი.
01/2005 – 06/2008 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურების განყოფილების უფროსი.
08/2003 – 01/2005 სს ქართუ ბანკი პლასტიკური ბარათების პროცესინგის და მომსახურეობის უფროსი სპეციალისტი
02/2002 – 08/2003 სს ქართუ ბანკი საკორესპონდენტო ანგარიშების და დოკუმენტური ოპერაციების სპეციალისტი.
10/2000 – 11/2001 სს თიბისი ბანკის საკრედიტო მენეჯერი
06/2000 – 10/2000 სს თიბისი ბანკი ბუღალტერი.
01/2000 – 06/2000 სს თიბისი ბანკი საკრედიტო სესხების ექსპერტი.
კომენტარები