წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული, წერს:
“ღარიბაშვილის ერთი ჩარტერის ფასად, წალენჯიხის 300-მდე მეორეკლასელს ერთი წელი ვუზრუნველვყოფდით კვებით!”
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკული ვოიაჟი დიდი განხილვის საგანი გახდა. თავდაპირველად პრემიერის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრემიერი, რომელმაც შვილი გააცილა უნივერსიტეტში, ჩარტერული რეისით გაფრინდა და არა სამთავრობო თვითმფრინავით. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა დასვეს კითხვა, საიდან აქვს ღარიბი ქვეყნის პრემიერს ჩარტერული რეისის დაქირავების ფული, ადმინისტრაციამ მეორე განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ჩარტერული რეისით მხოლოდ ევროპამდე გაფრინდა და ჩემდეგ იქედან რეგულარული რეისით ამერიკამდე.
პრემიერის ხელგაშლილი ცხოვრება მამუკა მდინარაძესაც კი გაუკვირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ აქვს ჩარტერული რეისის დაქირავების საშუალება.
ტვ პირველის ინფორმაციით, პრემიერმა სამთავრობო თვითმფრინავით იფრინა მიუნხენამდე, სამთავრობო თვითმფრინავი მას 1 კვირა დაელოდა მიუნხენში და მერე უკან დააბრუნა. ასეა, თუ ისე, ფაქტია, გინდ სამთავრობო ხარჯებს და გინდ ჩარტერული რეისის ხარჯებს პრემიერი არ ერიდება, თუმცა, ამ დრომდე ვერა და ვერ გამოიყო 208 000 ლარი წალენჯიხაში, მეორეკლასელი ბავშვების გამოსაკვებად. ჯერ კიდევ აპრილის თვიდან მოყოლებული წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლება ამაოდ ელის ცენტრალური ხელისუფლების პასუხს. შეგახსენებთ, წალენჯიხის მერიამ, ადგილობრივი რესურსის მობილიზება მოახერხა ისე, რომ პირველკლასელთა კვებას უზრუნველჰყოფს უკვე მეორე სასწავლო წელია.
208 ათასი ლარი ნამდვილად არ არის ის თანხა, რომლის გამოყოფაც არ არის შესაძლებელი, მთავრობის ზოგ წევრს ამ ფასის საათი უკეთის მაჯაზე და ნამდვილად არ ერიდებიან 200 და მეტი ათასის საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯვას, როგორც ჩანს, თვლიან, რომ შესაძლოა სხვა რაონებმაც გაიღვიძონ, იმათაც მოიძიონ თანხები პირველკლასელთათვის, მიბაძონ შეიძლება წალენჯიხას (ღმერთმა ქნას) და მერე იმათაც მოითხოვონ მეორეკლასელთა კვების თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან, აი, ეგ კი უკვე მათ მადას დაეტყობა, თორემ, მოსახლეობას საკუთარი კუთვნილი ბიუჯეტიდან ბავშვების დაპურებისთვის რომ არ დაენანება 208 000, მშვენივრად იციან.
წალენჯიხის მერი მთავრობას მეორეკლასელთა კვების დაფინანსებას აპრილიდან სთხოვს
კომენტარები