ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“როდის იყო ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ მინისტრი?
2014 წელს. მაშინ როცა ნაცები ისედაც დამთავრებულები იყვნენ. ქუჩაში გამოსვლა უჭირდათ, ლიდერები კი არა, მათი მეგობრებიც კი ქვეყნიდან წასულები იყვნენ.
რა მოხდა?
სკოლებში დაიწყეს პორნოგრაფიის ჩვენება, ნაცების ბალასტი დალაგდა ქოცებთან, ჭიკაიძემ თალიბანის სიყვარული აღიარა, აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ყველაფერი ისეთი საზიზღარი გახდა რომ ქოცების ამომრჩევლებმაც კი დაიწყეს საუბარი, რომ ამათ ისევ ნაცები ჯობდნენო… მათივე ამომრჩევლის შეცვლილი ტონი კახელების კლასტერმა და კომიკურმა საკადრო პოლიტიკამ განაპირობა.
ამას ვახსენებ იმ რამდენიმე მარგინალს ვისაც გულს ფხანს ღარიბაშვილის სულელის და შტერის ძახილი ეკრანიდან.
მეგობრებო, ღარიბაშვილი ნაცებს დაასრულებს კი არა, მისი დამსახურებაა დასრულებული ნაცები მკვდრეთით რომ აღ(ს) დგნენ:)
მას შემდეგ 9 წელი გავიდა, რომელიც უკვე ქართული ოცნების 9 წელია, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ახლა, დავამთავრებო რომ ამბობს უკვე იუმორის ჟანრია.
პ.ს. თან, რა უცნაურია მაგრამ ნაცებს დავამთავრებო ვინც ამბობს, სწორედ ის მთავრდება. “
კომენტარები