ღარიბაშვილის გინებისათვის მოძრაობა “სირცხვილიას” წევრებს, ანდრია და ლუკა ფენს 600-600 ლარის გადახდა მოუწევს.
ჯარიმა ძმებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დააკისრა.
საქმე ეხება ერთი თვის წინ გამართულ აქციას, სადაც ძმები სხვა აქტივისტებთან ერთად ღარიბაშვილის, უკრაინასთან დაკავშირებულ განცხადებებს აპროტესტებდნენ.
აქციზე პოლიციამ აქტივისტები დააკავა და მათ პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. ძმები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ანდრია, წერს:
“აი ახლაც ვფიქრობ, ვფიქრობ და მაინც ვერ ვხვდები – ირაკლი ღარიბაშვილზე სხვა რა შეიძლება გაგახსენდეს? რა უნდა თქვა? … დედა შევე@ი!
მე და ჩემი ძმა 600-600 ლარით დაგვაჯარიმეს
ვასაჩივრებთ.”
კომენტარები