ირაკლი ღარიბაშვილის კადრი თავდაცვის მინისტრის მოადგილეობიდან წავიდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დავით სუჯაშვილს გელა გელაძე შეცვლის.
რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, უცნობია, ასევე ისიც – რა პოსტზე გადაინაცვლებს ყოფილი მოადგილე და რჩება თუ არა საჯარო სამსახურში.
განახლება:
როგორც მოგვაინებით გავრცელდა ინფორმაცია, დავით სუჯაშვილი მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს
კომენტარები