“მთავარი არხის” ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შვილს, ნიკოლოზ ღარიბაშვილს აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სასწავლო დაწესებულება დატოვოს.
“მთავარი არხის” ცნობით, ღარიბაშვილის შვილმა უნივერსიტეტიდან საბუთები უკვე გადმოიტანა საქართველოში.
13 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. დოკუმენტში წერია, რომ სავიზო შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც “საქართველოში დემოკრატიის შელახვაში მონაწილეობენ”, მათ შორის არიან არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის წევრები.
კომენტარები