დღეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თქვა “წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ურთულესი უსაფრთხოების გარემო მივიღეთ და ყოველღიურად გვიწევს ბორდერიზაციის პრობლემასთან გამკლავება.“
თუმცა, ბორდერიზაციის შესახებ, უმეტესად სამოქალაქო აქტივისტებისგან ვიგებთ, არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, არ გაძლიერდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების დახმარება და დაცვა…
მეტიც, არათუ დახმარებას აღარ ვთხოვთ აღარავის, არათუ მოლაპარაკებებს აღარ ვაგრძელებთ, ოკუპაციაზე საუბარსაც გავურბივართ, თუ რომელიმე ჯარისკაცი გაბედავს და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან სოფლებს, მას თავდაცვის სამინისტროდან ათავისუფლებენ.
ასე გაათავისუფლეს 14 წლიანი მუშაობის შემდეგ ვალერიან ჯალაღონია.
“ალიამ” მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ახლა შევახსენებთ მკითხველსაც და თავდაცვის მინისტრსაც:
ვალერიან ჯალაღონია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს რიგებში 14 წელი მუშაობდა და გაათავისუფლეს:
-სად ცხოვრობთ?
-გორში.
-რამდენი შვილი გყავთ?
-ორი, 10 წლის ბიჭი და 6 წლის გოგონა.
-როგორ უნდა არჩინოთ ოჯახი?
-მართალი გითხრათ, ჯერ არ ვიცი. ჯერ მშობლები მეხმარებიან, გამოჩნდება, ალბათ, რამე სამსახური.
-როგორ მოხვდით თავდაცვაში?
-1999 წელს ჩავაბარე კადეტთა კორპუსში, ორი წელი ვსიწავლე, ოფიცრობა მინდოდა, მაგრამ როცა აკადემიაში გადავწყვიტე ჩაბარება – იმ წელს გამოაცხადეს, რომ მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულებს იღებენ აკადემიაშიო და წავედი სამხედრო სავალდებულო სამსახურში, კოჯრის სპეცრაზმში ვმსახურობდი წელიწადნახევარი.
2005 წელს, კონტრაქტით წავედი უკვე თავდაცვის სამინისტროში. მას შემდეგ იქ ვმუშაობდი.
-იყავით სამშვიდობო მისიაში?
-კი, კოსოვოში ვიყავი 2002 წელს, 6 თვე.
-მაგ დროს ხომ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდით?
-კი, მეც არ ვიცი, როგორ მოხდა. ალბათ, კადეტთა კორპუსის გამოცდილების გამო, აარჩიეს 25 კაცი და მეც არ ველოდი, ისე მოვხვდი ამ 25-კაციან სიაში.
-ოფიცერი გახდით? აისრულეთ ბავშვობის ოცნება?
-არა, ოფიცერი მაინც ვერ გავხდი. ბოლოს, როცა კიდევ ერთხელ მქონდა შანსი, რომ ოფიცერი გვამხდარიყავი, მითხრეს, რომ სამედიცინო დასკვნის მიხედვით, სქოლიოზი მაქვს ასე ჩაბარდა ჩემი ოფიცრობა წარსულს.
-ოფიცრობისთვის თუ გიშლიდათ ხელს სქოლიოზი, ჯარისკაცობისთვის არ გიშლიდათ?
-არ ვიცი, ზუსტად ასე ეწერა საბუთში, უვარგისია სამხედრო აკადემიაში სასწავლებლადო.
-გიომიათ?
-კი, და ვეტერანიც ვარ ომის.
-ხომ არ ჩაურიცხავთ რამდენიმე თვის ხელფასი თავდაცვის სამინისტროს?
-არა. საერთოდ, როგორ არის, იცით? კონტრაქტის მიხედვით, როცა 4 წლიან კონტრაქტს დაასრულებ და არ შეწყვეტ, 7 000 ლარს გირიცხავს სახელმწიფო, ეს იმ ოთხი წლის ხელფასის ნაწილის ნაგროვები თანხაა, რომელიც ყოველ თვე გროვდება და თუ კონტარქტს შეასრულებ, მერე გერიცხება მთლიანად. ორი კონტრაქტი დავასრულე, ეს მესამე იყო. მე ახლა ეს ორი წელი რაც დამიგროვდა თანხა – ეგაც დავკარგე.
-რას გეუბნებოდნენ შტაბში რომ გიბარებდნენ და როდის დაიწყო ეს პირველად?
-მეუბნებოდნენ, რომ არც თავად არიან ცუდად განწყობილნი და ჩვენც წამოვიდოდით, ჩვენც გვინდა იქ დადგომა, რომ შეგვეძლოსო, მაგრამ მაღლიდან თხოვდნენ. უნდა ვუთხრათ პასუხი, რას ფიქრობ და ამას რატყომ აკეთებო, მეუბნებოდნენ, მაგრამ არ ვიცი, ვისთვის უნდა გადაეცათ პასუხი.
პირველად რომ ავედი ატოცში, შაბათს ავედი, კვირას წამოვედი, ორშაბათს სამსახურში გავედი და სამშაბათს უკვე დამიბარეს. აგვისტოს ბოლო იყო. მერე ერთხელ კიდევ ვიყავი და მგონი ვერ გაიგეს. მესამედ რომ წავედი – სანამ იქ ვიყავი, სულ მირეკავდნენ, წამოდიო. აი, მაგის მერე უკვე დამიბარეს მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე დღეს და ასე შემდეგ.
-თავად რატომ არ გამოგიშვეს?
-გამომიშვებდნენ, მნაგრამ არაფერი დამიშავებია, არც პოლიტიკური პარტიის წევრი ვარ, არც მთავრობის გადადგომა მომითხოვია. ვერც ერთი პოლიტიკოსის სიაში ვერ მნახეს.
-როგორ დაწერეთ განცხადება და რატომ?
-კოჯორში გადაყვანა რომ დამიპირეს, მაშინ. მე სამხედრო ვარ და განა სიშორე მაშინებს? გორში ვცხოვრობ და ქარელში ვმსახურობდი, მერე რა, კოჯორშიც ვივლიდი, მაგრამ ეს არ იყო საჭირო და აუცილებელი მივლინება, ეს იყო, ადგილიდან მოშორება და იყო დამამცირებელი, ასევე ვუთხარი და დავწერე კიდეც განცხადება. ფიქრობდნენ, რომ განცხადებაში დავწერდი, ოჯახური მიზეზის გამო მინდა გამიშვათთქო-, მე კიდევ ავდექი და ყველაფერი ისე დავწერე, როგორც იყო და რატომ მოვდიოდი.
ელექტრონულად იგზავნება ახლა განცხადებები და ვერ დახევდნენ, მაგრამ ერთი კვირა იფიქრეს, მიმართულება მიეცათ, თუ არა, ბოლოს მისცეს და გამომიშვეს.
-მიზეზს რას გეუბნებოდნენ, რატომ უნდა წამოხვიდე ატოციდანო? არ ეუბნებოდი, რომ ახლაც გრძელდება ოკუპაცია?
-ქაცარავა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებსო, გვეზღუდებაო, ხომ იციო. გვეზღუდება კი, აქციები, პოლიტიკა, მაგრამ ეს მოძრაობა არც ერთი შეზღუდვის ჩამონათვალში არ შედის, ამიტომ ვერ გამომიშვეს თავისით, თორემ, რა დააკავებდათ?
როგორ არ ვვეუბნებოდი. ვუხსნიდი. მე ხომ იქ პოლიტიკის გამო არ დავდივარ, გული შემტკივა, იქ სამოქალაქო ხალხო დგას და ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. ასეც ვუთხარი, მიპასუხეს, ომი რომ გახდება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ, ახლა არ შეგვიძლია.
-ხელფასი რამდენი გქონდათ?
-ამდენი წელი კონტრაქტით ვიმუშავე, ჩემი ხელფასი ათას ლარს მაინც ვერ გადასცდა, 975 ლარი მქონდა ხელფასი.
-სამივე მთავრობის დრო ჯარში მსახურობდით, რომელი მინისტრი იყო კარგი, რომელი მმართველის ჯარი სჯობდა?
-შევარდნაძე გამორიცხეთ, კოსოვოში რომ მივდიოდით, თურქსებმა ჩაგვაცვეს ფორმა, ეგაც კი არ გვქონდა.
ძალიან მაგარი მინისტრი იყო ოქრუაშვილი, ჯარი რომ სააკაშვილის დროს შეიქმნა, თქმა რად უნდა.
ამ მთავრობის დროს, მომწონდა ირაკლი ალასანია, საჰაერო განვითარების ხედვა ჰქონდა, მეც ხომ საჰაეროში ვიყავი. თურქეთში სასწავლებლადაც გაგვიშვა, ენაც ვისწავლე და კვალიფიკაციაც მივიღე.
-რას ნანობთ?
-ვნანობ, რომ 20 ივნისის აქციაზე არ გავედი. ეს ნამდვილად გვეკრძალებოდა, მაგრამ გული მეუბნებოდა, რომ იქ უნდა ვყოფილიყავი, უნდა გავსულიყავი, ყველა უნდა გამოსულიყო, იქ იყო იმ დროს ჩემი ადგილი – ამას ვნანობ. გავსულიყავი აქციაზე და გამოვეშვი, მაგრამ მერე ქვეყნის დაცვის საშუალება არ მექნებოდა, ჯარისკაცის ფორმით და იმ წამში, ამან გადაწონა, თუმცა, მაშინვე ვინანე და დღემდე ვნანობ.
-თუ გეხმიანებიან ჯარისკაცები?
-ჩემი რპეორტაჟის მერე, არც ერთმა მეგობარმა არ გააზიარა ის ვიდეო, რამხელა შიშის ქვეშ არიან. მინდა ყველა დავამშვიდო, ცხოვრება რთულია, მთავარია იყო ადამიანი. ძალიან ცუდად მომხვდა გულზე, ამდენი წლის მეგობრებისგან. უსამართლობას ყოველთვის წინ უნდა აღვუდგეთ, ჩვენ ხომ არა ვართ თოჯინები, მე კარგად ვიცი, რაც მეკრძალება და რა – არა. ისეთი არაფერი ჩამიდენია, რაც მეკრძალება და იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოეწონა – თუ არ მოწონდათ, კანონში და კონტრაქტში ჩაეწერათ.
მე ის კი არ მწყინს, რომ შემოსავლის წყარო დავკარგე, მუშას აქვს დღეს, ქართველ ჯარისკაცზე მეტი ხელფასი, აუცილებლად ვიშოვნი სამსახურს, ამდენი წელი რომ ქვეყნის სამსახურში ვიყავი და ქვეყნის სამსახურის გამო მაიძულეს წამოსვლა – ამაზე მტკივა გული.
ალია, 2019 წლის ოქტომბერი
კომენტარები