“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, “მთავარ არხთან” ამბობს:
“ირაკლი ზარქუა სასაცილო ადამიანია… მერიაში რომ ვმუშაობდი, რა მერე, ქონება დავაგროვე კორუფციაში ვიყავი გარეული და თუ რა? უკანონოდ გამაგდეს და მათსავე სასამართლომ სამივე ინსტანციაში გამამართლა და მერე ჩემ ნებით დავწერე განცხადება.
პოლიტიკური ფასი ამ ხალხმა უნდა გადაიხადოს. ადამიანები ისედაც გრძნობენ, სერიოზული პრობლემა რომ არის, მაცივარს რომ გამოაღებენ, ტრანსპორტშიც მიხვდებიან, საწვავს რომ ჩაასხამენ 3 ლარზე მეტი რომ გახდა საწვავი, ის საწვავი რომ 1,60 ღირდა და ლარი მიშას “მიქონდა” ამასაც გაიგებენ. დიახ, ჩვენ პირში უნდა ვუთხრათ ყველა ქურს და მძარცველს სიმართლე და მინიმუმ პოლიტიკური ფასი გადავახდევინოთ, თორმე ღარიბაშვილმა რომ ტყე აჩუქა ნუნუკა თამაზაშვილს და მეტყევედ გამოაცხადა მეუღლე. გულწრფელად გეუბნებით, მისი ოჯახი წევრებზე… არავის ოჯახის წევრზე არ მიხარია საუბარი, მაგრამ თავად ჩაგვაგდეს ამ სიტუაციაში, რას აჩუქა ნუნუკას, სხვისთვის მიეცა და სხვაზე ვილაპარაკებდი. გვინდა, არ გვინდა, გვიწევს ნუნუკაზე ლაპარაკი – თავად გამოაცხადეს მეტყევედ და რეინჯერად და ტყე უნდა დაიცვას. ეს ხომ სასაცილოა? ხელში უჭირავთ ნაცარი და გვაყრიან თვალები და ასე არ გამოვა. პოლიტიკური ფასის გადახდა უნდა მოუწიოთ.”
კომენტარები