“ტვ პირველის” ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, ნოემბერში ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ სტურუას ნახევარ მილიონზე მეტი ღირსებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად მისცა.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, განკარგულებების გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვთ.
ჟურნალისტის კითხვას, რისთვის მისცეს ქონება, რობერტ სტურუა ასე პასუხობს:
“არაფრისთვის. არ ვიცი, სკლეროზი, 84 წლის ვარ… შევჭამ იმ დოკუმენტებს. ხომ იცით, რომ ოლიღარხი ვარ, ყველაზე დიდი ფული მაქვს”
“ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, რობერტ სტურუამ ნაჩუქარი ქონება მალევე 221 250 დოლარად გაყიდა.
კომენტარები