ტვ პირველი ინფორმაციით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის ნუნუკა თამაზაშვილის დაბადების დღისთვის მთელი სასტუმრო კომპლექსი და “შატო დე ვერეს” 7 დარბაზი დახურეს. მედიის ცნობით, იარაღიანი დაცვა სასტუმროს პარკინგთან სათითაოდ ხვდებოდა ნუნუკა თამაზაშვილის სტუმრებს და რესტორნამდე აცილებდა.
უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობა მხოლოდ პირველი ლედის დაბადების დღეზე სტუმრების მიღება გაცილება არ ყოფილა. ისინი უზრუნველყოფდნენ პარკინგზე გაჩერებული მანქანების შიდა სივრცეში შეყვანას რომ სტუმრებს გზა რესტორნიდან ავტოსადგომამდე ფეხით არ გაევლოთ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 6 სექტემბერს პრემიერის ოჯახის პირად წვეულებაზე დღის 4 საათიდან იყო მობილიზებული. მინიმუმ ღამის 2 საათამდე წვეულების დასრულებას პირადი მცველების ნაწილი მანქანაში უცდიდა.
ტვ პირველის ცნობით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსის მოადგილე თენგიზ კვაშილავა, რომლის მოვალეობა წესით ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზება, საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობაა. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის დაბადების დღეზე საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული.
კვაშილავა, რომელიც წესით საქართველოში ჩამოსულ პრემიერ-მინისტრებს , პრეზიდენტებს, და უცხოურ დელეგაციებს უნდა მასპინძლობდეს, იმ დღეს პირველი ლედის პრივატული წვეულების სტუმრების მიღება-გაცილებას უზრუნველყოფდა. მედიის ცნობით, როდესაც მან ნახა, რომ კამერა იღებდა, მისი დამტვრევაც სცადა
კომენტარები