პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სხვა ასპექტებს და თეორიებს თავი რომ დავანებოთ, საბანაძის გადადგომაში მნიშვნელოვანია მოტივი, ის სტანდარტი, როგორც უნდა მოქმედებდეს ნებისმიერი ჩინოვნიკი.
წინასწარ გიპასუხებთ სავარაუდო კითხვაზე – ღარიბაშვილს არ შერცხვება…”
შეგახსენებთ, “ტვ პირველზე” გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე თანამდებობიდან გადადგა და თქვა:
“ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.”
კომენტარები