ივანიშვილი ,,იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა, 3-4 დღე ბრძოლა და შემდეგ პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება შესთავაზა:
„რამდენადაც ეს თქვეს, შეიძლება მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ მინისტრის -ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა, ირაკლი შეეკითხა – კი მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო, 3-4 დღე ალბათო, მერე 3-4 დღის გულისთვის გვღუპავთო?! არა თქვენ 3 მილიონი ხართ და 3-4 დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო, შეგიძლიათ პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი ეს იყო რეალობა.”
კომენტარები