დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ღია სივრცეში ხუთი და მეტი ადამიანის შეკრების შემთხვევაში, პირბადის ტარების შესახებ დაწესებული რეგულაცია განმარტა.
“ღია სივრცეში დედა, მამა და ორი შვილი რომ მიდის, ოთხი კაცი, ეს არის ერთი ოჯახი, რომელიც ერთად ცხოვრობს დახურულ ბინაში. ხომ არ მოსთხოვ მათ, რომ ყველას ეკეთოს ნიღაბი, ოთხნი რომ მიდიან ტყეში სასეირნოდ. მეხუთე რომ დაემატა, სავარაუდოდ, იქნება უკვე სხვა, არაოჯახის წევრი ხომ, სტატისტიკიდან თუ ვიანგარიშებთ და ამიტომ ხუთზეა აღებული”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები