გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
„უსამართლობის ყველაზე დიდი ტალღა ჩვენ ვიგრძენით საზოგადოების მცირე ნაწილისგან, რომელიც ასოცირდებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან და მის ხელქვეით ტელევიზიასთან, რომელმაც ყველაფერი იღონა და საბედნიეროდ არაფერი გამოუვიდა, რომ გიორგის და ჩვენი ოჯახის ტრაგედია გადაექცია პოლიტიკური განკითხვის საგნად. მათ ვპირდები, რომ ეს არასდროს მოხდება.
ამის პარალელურად, ვგრძნობდით ასეულობით ადამიანებისგან ღია მხარდაჭერას, კომუნიკაციის უამრავი ფორმით.
ღიად ვამბობ, იყო რამოდენიმე მცდელობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობდნენ, რომ რამენაირად ოჯახი დაეყოლიებინათ, რათა ამ საქმისთვის მათთვის სასარგებლო კალაპოტი მიეცათ.
ეს იყო „მთავარი“ არხი, მისი გენერალური დირექტორის ბატონი გვარამიას წინამძღოლობით აპოლოგეტი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის. ისინი მუდმივად ცდილობდნენ, რომ ამ საქმიდან თავიანთთვის სასარგებლო გამოეყვანათ. დღეს თქვენ ხედავთ, რომ მათ გაიმაიმუნეს და თავი მოიჭრეს ჩვენს საქმეზე.“
კომენტარები