რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი:
“რუსეთის სურვილი, უკრაინაში გააგზავნოს სირიელი მებრძოლები, იმის არაპირდაპირი აღიარებაა, რომ რუსეთის სამხედრო კამპანია ჩავარდა და ძალიან გაუჭირდათ.
ასადის რეჟიმის სამხედრო ნაწილების ბრძოლისუნარიანობა ძალზედ დაბალია და თუ მაინც ვინმე წაიყვანეს იქ, ეს არ იქნება სერიოზული საფრთხე უკრაინელებისთვის.
ასადელები უბრალოდ საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებული.
ზოგადად, არაბები არ არიან მებრძოლი ხალხი და ასადის რეჟიმიც იქით იხვეწება დამიცავითო.
რეალურად, სირიაში არც არავის ეხალისება 100 პროცენტიან სიკვდილზე წასვლა და დიდ ძალასაც ვერ მოხსნიან სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომიდან, სადაც ოპოზიცია და თურქეთი თავიანთ მომენტს ელოდებიან, რათა ახალი ძალებით შეუტიონ ასადს.
მოკლედ, ამ ამბავში კარგი ისაა, რომ კრემლს აღარ ჰყოფნის ცოცხალი ძალა და მისი შევსების გზებს ეძებს ყველგან.
ასე თუ გაგრძელდა, მალე ალბათ ჩვენ სეპარატისტებსაც მიადგებიან დახმარების თხოვნით.
უცნაური დრო დადგა დედამიწაზე…
საქართველოს მთავრობა, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დათანხმდეთ ჩვენი საჰაერო სივრცე გამოიყენონ ასადის ჯარის უკრაინაში გადასაყვანად!”
კომენტარები