დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
“ამქვეყნად ყველაზე კორუმპირებული მოსამართლეც კი თითქმის არასოდეს დასჯის სხვას სხვისი ჩადენილი ცოდვის გამო. არცერთი ადამიანი არ დასჯის უცხო ბავშვებს მათთვის სრულიად უცხოთა ურჯულოების გამო. ამიტომაა წარმოუდგენელი დანაშაული ასეთი რამ იფიქრო ღმერთზე. ნუ დაეჭვდებით, ღმერთი მიზანს არ აცილებს. მან რომ ვინმეს დასჯა განიზრახოს, ზუსტად მას მოხვდება მისი სასჯელი და არა ვინმე სხვას. 10 მართალიც რომ იყოს სოდომში, არ დავსჯი მაგ ქალაქსო, ეუბნება აბრაამს ღმერთი. 10 არ აღმოჩნდა, 4 აღმოჩნდა მართალი და სანამ ის 4 არ გამოიყვანა ქალაქიდან, არ დაიწყო ცეცხლის წვიმა. ასეთია ჩვენი ღმერთი; კი არ მიაყოლა ის 4 კაცი ურჯულო სოდომელებს, არამედ ანგელოზმა მოკიდა ხელი ოთხივეს და გაიყვანა დასაღუპად განწირული ქალაქიდან. დაიმახსოვრეთ: ყველა მხოლოდ საკუთარი ცოდვის გამო დაისჯება. მოკლედ, ისეთი უკიდეგანო მკრეხელობაა შოვის ტრაგედიის ვიღაც ნარკომანების და ფესტივალისთვის დაბრალება, რომ არც კი შეიძლება ამაზე მსჯელობა. თუმცა, ძალიან გასაბრაზებელია სასულიერო პირისგან ამის მოსმენაც კი.”
კომენტარები