„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს
„ბედნიერების უფლება წაგვართვა, 9 წელი გვემუქრებოდა დასრულებით, მთელი ძალით აჯანჯღარებდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ძვლებამდე აშიშვლებდა ფედერალურ ბიუჯეტს, კრიმინალებს ატარებინებდა ყველა დონის არჩევნებს და იტაცებდა ჩვენს ხმებს, ერის კულტურულ მემკვიდრეობას გვინადგურებდა , სამხედრო დამნაშავეებს აპატიმრებინებდა გმირ სამხედროებს, შეკვეთით ახოცინებდა მეომარ ბიჭებს , ციხიდან უშვებდა ყაჩაღებს , ბარიგებს, პედოფილებსა და ჯაშუშებს, გვაღატაკებდა, მილიარდობით საგარეო ვალს გვკიდებდა და “კოვიდი”-ისთვის ნასესხები მილიარდებით ვილებს იშენებდა – ერთი მუჭა დამნაშავეთა ხროვა და ამ ყველაფერს შორიდანაც და ახლოდანაც უყურებდა ყველა, სუნი აწუხებდა ყველას იმ გახრწნილი ოცნებისა, რომელსაც რუსული ოცნების ხელისუფლება ერქვა და რომელსაც პატრონი ვერ გამოუჩნდა , ვინც მიწას მიაყრიდა და ჩვენს მოწამვლას დაასამარებდა… მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰქონდა , გარდა უფლების, საკუთარი ოფლით ნაშენებ სამშობლოში ჩამოსვლისა, რომლის ნგრევის შორიდან ყურების ძალა აღარ ჰყოფნიდა, იცოდა სად მოდიოდა, იცოდა რა ელოდა პუტინის საპყრობილეში, იცოდა რაზე იყო პუტინი წამსვლელი და იცოდა, რომ მხოლოდ მას, ახლა და ასე შეეძლო ეიძულებინა ქართული პოლიტიკა ახმაურებულიყო, შეეჯანღარებინა ასიათასობით მიძინებულ, ხელჩაქნეული და გასაქცევად გამზადებული პატრიოტი ქუჩაში გამოსულიყო, იმ ადამიანებსაც დაენახათ რეალური სახე მკვლელი ოცნებისა, ვინც რუსული პროპაგანდის ტყვეობაში იყო ჩავარდნილი და მის ჯინაზე ქოცებს უჭერდა მხარს , მის დასაცავად ქოცებს დაპირისპირებოდა, შეშლილი მსოფლიოსთვის ღიად დაენახვებინა სახე რეალური, ველური ტომის ბელადი ოლიგარქისა , იცოდა სად და რაზე მოდიოდა და თუ მასზე ახლა შურს იძიებენ, აბა დაფიქრდით , მიშა ამ ფორმით რას აკეთებს, შურს არ იძიებს სამშობლოს სახელით მანქურთებზე და 100:00 არ უგებს ყველა ასპექტში? ღმერთი რომ არ ედგეს გვერდით და ღვთისმშობელი არ იფარავდეს, 40 დღის ნაშიმშილარი კაცი სასამართლოში წამიყვანეთ, ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცოვო , ასე გაიწევდა? #ჩემიგმირიხარმიშა“ – წერს მეგი გოცირიძე.
კომენტარები