ალფა სიხშირე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ერთ–ერთი ვაგნერელი ამბობს, რომ სასაფლაო, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა დაარსა, განადგურებულია:
“სადაც ახლა ასფალტია, ადრე საფლავები იყო, რას აკეთებთ? ადმაიანები დაიღუპნენ რუსეთისთვის და რას აკეთებთ? ღმერთის არ გეშინიათ?
ეს ჯვრები დაღუპულების, მიაქციეთ ყურადღება, 2023 წელს დაღუპულები… გაუგებარია აქ რა ხდება, რას აკეთებენ, აქ იყო საფლავები…”
ალფა სიხშირე, წერს:
“ ასეთი „დიდებული“ დამოკიდებულა აქვთ რუსებს თავისი ქვეყნისთვის დაღუპული ადამიანებისადმი—
რუსებმა პრიგოჟინის მიერ მოწყობილი ვაგნერელი ჯარისკაცების ერთ-ერთი სასაფლაო გააუქმეს- დაღუპულების საფლავების ადგილას აღმართული ჯვრები და საფლავის გვირგვინები ამოიღეს და ნაგავსაყრელზე აპირებენ გადაყრას.
ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიის ზედაპირი უკვე მოსწორებულია და საფლავების თავზე ასფალტის გზის საფარის დაგება იგეგმება.”
კომენტარები