ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა:
“10 და 15 კაცს ვერ განვსაზღვრავთ და ვერ ვეტყვით შენ მოდი, შენ დარჩი. საგონებელში ვართ ჩავარდნილი. არანაირი პრაქტიკა არ გვაქვს ამისი. ალბათ ორიენტაციას ადგილზე ავიღებთ.
ტაძარში ადამიანი რომ მოდის არ საუბრობს, ლოცვას ისმენს. ერთმანეთთან ზურგით დგანან. ვეცდებით, ერთმანეთს არ დაეკონტაქტონ. გავუწევთ კონსულტაციებს. მისალმებები ყველამ ისწავლა. ძველებური, პაჩი-პუჩი, გადაკოცნა ჩვენ რომ ვიცი ქართველებმა ისეთს, ამოვიღებთ.
ეკლესია წირვას ვერ შეწყვეტს. ვერც ხალხს ეტყვის არ მოხვიდეთო. ეს მთავრობის პრეროგატივაა. ჩვენ არ გვინდა შედარება და არ მინდა მთავრობის დემონიზაცია მოხდეს, მაგრამ ველოდებით, ოდესღაც, ანტიქრისტეს. მეტს კი არაფერ გააკეთებს. აკრძალავს უფრო მკაცრად….
….კარანტინიდან გარბის ხალხი, რომელმაც იცის, რომ ვირუსი აქვს და მორწმუნეს როგორ დააკავებ, რომელსაც ღმერთის იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ არ შეეყრება და მე ვუთხრა შეგეყრება, დაჯექი სახლშითქო?”
კომენტარები